A1 ბანერი

5 დღეა თბილისში 20 წლის მაქსიმე სტაკანოვს ეძებენ – ოჯახი დახმარებას ითხოვს

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მე-5 დღეა 20 წლის ბიჭს ეძებენ.

როგორც “აიპრესთან” გაუჩინარებულის ძმა რომან მეიტარჯევი აცხადებს, მაქსიმე 18 იანვარს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ამის შესახებ პოლიციაში უკვე განაცხადეს.

“აცვია შავი ფერის ქუდიანი ქურთუკი, რუხი ფერის ჯინსი, შავი ფერის ბოტასები. მისი სიმაღლე დაახლოებით 186-ია, სუსტი აღნაგობის. სლავური სახეზე აქვს “პრიშიკებით”, მიუხედავდ იმისა რომ 20 წლისაა, ბავშვურად გამოიყურება.

თუ ვინმემ ნახეთ, გთხოვთ დაგვირეკოთ 555 01 88 55 (რომა მეიტარჯევ); 593 17 55 51 (ირინა -დედა)”, – გვითხრა დაკარგულის ძმამ.

“აიპრესთან” შსს-ში 20 წლის ბიჭის გაუჩინარების ფაქტზე განაცხადეს, რომ “ოჯახმა პოლიციას განცხადებით გუშინ მიმართა და დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო ღონისძიებები და აქტურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.

 

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...