5 დაღუპული და 6 დაშავებული – შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში, ბარზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Diario de Mexico.

ჰერეროს შტატის პროკურატურაში იტყობინებიან, რომ რამდენიმე შეიარაღებული პირი Mr. Bar-ის ბარს თავს დაესხა, რომელიც სასტუმრო Fiesta Americana-ს მახლობლად მდებარეობს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, ინციდენტის გარემოებები ამ ეტაპზე დგინდება.

აპრილში, შეიარაღებულმა პირებმა მექსიკის ერთ-ერთ ბარში ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. თავდასხმა იმ დაწესებულებაში მოხდა, სადაც საოჯახო დღესასწაული ტარდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...