5 დაღუპული და 120 დაშავებული – ძლიერი მიწისძვრა ირანში

პარასკევს, ღამით ირანში, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად, მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ირანული სატელევიზიო არხი Press TV ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 20 მილიონმა ირანელმა იგრძნო. ზოგიერთ რაიონში მაცხოვრებლები პანიკაში ჩავარდნენ და ქუჩაში გაიქცნენ.

7 ნოემბერს ღამით, ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ტებრიზიდან დაახლოებით 120 კილომეტრში იყო. ირანული მედიის ცნობით, მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ  4.1- 4.8 ბალი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად