5:1 – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მორიგი მარცხი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები დანიას სტუმრობდა.

მატჩის დასაწყისში კასპერ დოლბერგის მიერ გატანილი გოლი საბა ლობჟანიძემ 25 წუთზე გაქვითა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს სასწაულის მოხდენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ ხუთიოდ წუთში კრისტიან ერიქსენმა პენალტიდან დააწინაურა მასპინძლები.

მეორე ტაიმის 63 წუთზე ისევ კასპერ დოლბერგმა, 73-ე წუთზე იუსუპ პოულსენმა და 90-ე წუთზე მარტინ ბრეიტვეიტმა საქართველოს ნაკრების კარში კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...