47 დაღუპული და 70 დაშავებული – ზიმბაბვეში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ზიმბაბვეში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად მინიმუმ 47 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Herald Zimbabwe ავრცელებს.

“უბედური შემთხვევა  ქალაქ რუსაფის მახლობლად ჰარვარ-მუტარის გზატკეცილზე მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივმა მოსახლეობამ დაშავებულებს დახმარება აღმოუჩინა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების განცხადებით, ავტობუსი  სატვირთო მანქანას უნდა შეჯახებოდა, თუმცა მისი აცილება მოახერხა და მეორე ავტობუსს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...