42 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდულ რაოდენობა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 227 ტესტი ჩატარდა და კოვიდინფიცირების 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 426 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 4 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრის პირველი სამი დღის საშუალო კი 32-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად