419 კოვიდინფიცირებული 24 საათში – სლოვაკეთში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება

სლოვაკეთის სამედიცინო ინფორმაციის ნაციონალურ (NCZI) საიტზე განვლილი დღის კორონასტატისტიკა გამოქვეყნდა.

საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში 419 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 59-ით მეტია.

სლოვაკეთში ზედიზედ მესამე დღეა კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განვლილ პერიოდში ყოველ მილიონ მცხოვრებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა სიმცირის მიხედვით სლოვაკეთი (1474) ევროპაში საქართველოს (1255), კვიპროსის (1375) და ლატვიის (880) მომდევნო მეოთხე ადგილზეა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა სიმცირით (7.51) მასზე წინ  მხოლოდ საქართველოა – (7.26).

100 ათას მცხოვრებზე, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა სლოვაკეთში 52,2-ის, რაც ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მწვანე ზონაში მოსახვედრად დაწესებულ მაქსიმალურ ზღვარზე (50) მეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად