416 ინფიცირებული 24 საათში – ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტად კლება დაფიქსირდა

ავსტრალიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ავსტრალიაში ინფიცირების 416 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინწინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 305-ით ნაკლებია.
 
ვიქტორიის შტატის პრემიერ-მინისტრი დანიელ ენდრიუსი აცხადებს, რომ მესამედზე მეტად შემცირების მიუხედავად, ხელისუფლება თვლის, რომ შეშფოთებულია ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის სიდიდით (397 ვიქტორიას შტატში – “აიპრესი”) და შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
 
ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების ასეთ მაღალ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში მელბურნის ბლოკირება აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს“, – აღნიშნა შტატის პრემიერ-მინისტრმა.
 
განვლილ 24 საათში ავსტრალიაში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა. ენდრიუსის თქმით, ვიქტორიას შტატში 3 გარდაცვლილია – 50, 80 და 90 წლის ასაკის. სულ ვიქტორიას შტატში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 116 კაცია გარდაცვლილი. კიდევ ერთი კაცი გარდაიცვალა ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც იმავე დღეს 17 ინფიცირებული გამოვლინდა.
 
დღისათვის ავსტრალიაში ინფიცირების 17282 შემთხვევაა დადგენილი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 201-ია. ვიქტორიას შტატზე ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების დახლოებით 60% მოდის.

განვლილ 24 საათში ვიქტორიას შტატის პოლიციამ კოვიდშეზღუდვების წესების დარღვევის გამო 168 პირი დაჯარიმა. მათგან 18 ავტომობილების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე შერჩევით შემოწმებული 24761 ავტომობილის მგზავრი ან მძღოლი იყო. დღის განმავლობაში პოლიციამ სახლებში, საწრმოებში და საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში 900 შერჩევითი შემოწმება მოახდინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად