415 კოვიდინფიცირებული და 10 გარდაცვლილი – სომხეთში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 415 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 67-ით ნაკლები, ვიდრე 28 ივნისს და 321-ით ნაკლები, ვიდრე 27 ივნისს.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 10 კაცი გარდაიცვალა, 3-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე სომხეთში 25 542 კაცი დაინფიცირდა და მათგან 443 კაცი კორონავირუსი გარდაიცვალა, ხოლო 147 სხვა ძირითადი ავადმყოფობით.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 14048 კაცი – 55,00%, ხოლო 10 904 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში კოვიდინფიცირებით სიკვდილიანობა 1,73%-ია, ყოველ მილიონ კაცზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 150.

სომხეთში ყოველი მილიონ მოსახლიდან 8631 ინფიცირებულია. ამ მაჩვენებლით მილიონზე მეტი მოსახლეობით ამ ქვეყნებს შორის სომხეთი ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად