400 გალელზე მეტმა ძველი, აფხაზური გვარები დაიბრუნა

ამის შესახებ ინფორმაციას “აფხაზია ინფორმი” ავრცელებს “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს” ვიცე თავმჯდომარე ედიშერ ზუხბაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ზუხბაზემ საბჭოს მესამე შეკრებაზე განაცხადა, რომ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ეს ორგანიზაცია დააფუძნეს, მათ გვარების დაბრუნების მოტხოვნით 900 ადამიანამდე მიმართა.

საბჭოს წევრთა განცხადებით, ისინი დაინტერესებულები არიან გალელების ინტეგრირების პროცესის დაჩქარებით აფხაზეთის ცხოვრებაში. გამოცემის ცნობით, გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია გეგმავს რაიონში სკოლა-ინტერნატი გახსნას, სადაც პრიორიტეტი იქნება აფხაზური ენის და აფხაზეთის ისტორიის შესწავლა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად