40 წელი ცეცხლთან ბრძოლაში-ჰუსეინ სირაბიძე იუბილარია (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

ჰუსეინი თითქმის 40 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ დიდ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს უზიარებს. ჰუსეინს იცნობს ყველა ჟურნალისტი, ვისაც ოდესმე რაიმე ფორმით გაუშუქებია აჭარის ტერიტორიაზე მომხდარი კატასტროფები. ცეცხლთან მებრძოლი მაშველის პატივისცემას, ყველა მათგანი გამოხატავს, რადგანმ არცერთ მათგანს არასდროს შექმნია მასთან კომუნიკაციის პრობლემა. მაშინაც კი, როდესაც ჰუსეინი პირადადაა ხანძრის ჩაქრობაში ჩართული და წესით პასუხისთვის არ უნდა ეცალოს. არასდროს და არავის პასუხობს განაწყენებული და პირველივე სიტყვებიდან გაგრძნობინებს კეთილგანწყობას. ამიტომაც, არც არავის უკვირს, რომჟურნალისტების გამოკითხვაში, სასურველი რესპონდენტებიდან, ის ყოველთვის ლიდერობს.

ჰუსეინ სირაბიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გაუგრძელდა.

საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ჩავიდნენ. ჰუსეინ სირაბიძეს დაბადების დღე მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ჰუსეინ სირაბიძეს, წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და სამსახურის სახელით, საჩუქრად პისტოლეტი და სპეციალური მედალიონი გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად