4 ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ერთი – მესამე ადგილისთვის

დღეს სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბერძნულ-რომაული სტილის 55-63-77-87-130 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეთა ნახევარფინალური შეხვედრების მონაწილეთა შორის შეჯიბრებაში ჩაბმული ხუთივე ქართველი მოჭიდავე იყო.

55 კგ წონით კატეგორის ნახევარგინალურ შეხვედრაში ნუგზარ წურწუმიამ რუსი ვიქტორ ვედერნიკოვი აშკარა უპირატესობით დაამარცხა – 11:2.

63 კგ წონაში ლევან ქავჟარაძე უნგრელ ერიკ ტორბას სძლია ანგარიშით 7:2.

77 კგ წონაში ბექა მამუკაშვილი რუს ისლამ ოპიევთან დამარცხდა 1:1*

87 კგ წონაში გურამ ხეცურიანმა 4:0 მოუგო ლიეტუველ მარტინას ნემსევიაჩუსს.

130 კგ წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძემ ესტონელ არტურ ვიტიტინთან აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა – 9:0

ფინალური შეხვედრები, აგრეთვე 60-67-72-82-97 კგ წონით კატეგორიებში წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები, ხვალ გაიმართება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...