4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

4  ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 5-ჯერ აღემატება  და სხვაობა 1419 ტონას შეადგენს.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (1672.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75.1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (4.8 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,2 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 573 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და შეადგენს 773 ათას აშშ დოლარს.

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამისდანერგე მომავალიფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად