4 ოქრო და 1 ვერცხლი – ძალოსნების ნადავლი ბაქოდან 

2018 წლის ბოლოს ძალოსნობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე. 

აზერბაიჯანულ ფიცარნაგზე პირველი გურამ გიორბელიძე (67 კგ) გავიდა. ძალოსანმა ატაცში თავი 117 კგ-ს გაართვა. გიორბელიძემ აკვრაში 151 კგ დაძლია, რაც საქართველოს რეკორდზე 1 კგ–ით, ხოლო ევროპულ სტანდარტზე 2 კგ-ით მეტია. გარდა რეკორდისა გიორობელიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვებული 268 კგ-ით ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

ასევე ოქროს მედლითა და რეკორდით დაასრულა ასპარეზობა არჩილ მალაყმაძემაც (73 კგ). ძალოსანმა ატაცში 140 კგ დაძლია და საქართველოს რეკორდი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში 1 კგ-ით გააუმჯობესა. ეს წონა მსოფლიო რეკორდს 2 კგ-ით აღემატება. მალაყმაძემ აკვრაში 158 კგ დასძლია და ორჭიდის ჯამში 298 კგ-ოქროს მედალს დაეუფლა.

შესანიშნავად იასპარეზა ლომია თებიძემაც (81 კგ). მან ატაცში 137 კგ დაძლია, ხოლო აკვრაში კი 180 კგ-ს, რაც საქართველოს რეკორდს 1 კგ-ით, ხოლო ევროპულ სტანდარტს 10 კგ-ით აღემატება. თებიძემ ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამით ოქროს მედალი დაიმსახურა.

ასევე ოქროს მედლითა და რეკორდით დაასრულა ასპარეზობა თორნიკე ტაბატაძემაც (+102 კგ) . ძალოსანმა ატაცში 165 კგ დაძლია, რაც საქართველოს რეკორდს 2 კგ-ით, ხოლო მსოფლიო და ევროპულ სტანდარტს 3 კგ-ით აღემატება. ტაბატაძემ აკვრაში 181 კგდასძლია, ხოლო ორჭიდში 346 კგ დააგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

შეჯიბრზე ასევე შესანიშნავად იასპარეზა აკაკი ტალახაძემაც (+102 კგ), რომელმაც ატაცში 145 კგ, ხოლო აკვრაში 184 კგ დასძლია, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 329 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა და პირადი შედეგი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...