A1 ბანერი

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ქართველ ძიუდოისტთა ნადავლი შვეიცარიიდან

26 ქვეყნის 371 ძიუდოისტი, 226 კაცი და 145 ქალი მონაწილებდა შვეიცარიის ქალაქ უსტერში ძიოდოისტთა ევროპის თასის გათამაშებაში.

26 ქვეყნის 371 ძიუდოისტი, 226 კაცი და 145 ქალი მონაწილებდა შვეიცარიის ქალაქ უსტერში ძიოდოისტთა ევროპის თასის გათამაშებაში.

საქართველო თასის გათამაშებაზე 11 ახალგაზრდა ძიუდოისტით იყო წარდგენილი და მათ 7 მედალი მოიპოვეს.

ოროს მედლის მფლობელები გახდნენ:
81 კგ – ვლადიმერ ახალკაცი
90 კგ – ლაშა ბექაური
100 კგ – გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ – ამირან ციკორიძე

თანაგუნდელებთან ფინალური შეხვედრები წააგეს და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ:

90 კგ – იმედა გოგოლაძე
100 კგ – გიორგი ჩიქოვანი

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ)

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ საფრანგეთის უფრო გამოცდილი ძიუდოისტებით დაკომპლექტებულ ქალთა და კაცთა გაერთიანებულ ნაკრებს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...