4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად