4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს

თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება. ახალ ავიარეისთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოში AIR MALTA-ს კომერციულმა წარმომადგენელმა “ინტერკო თრეველ ჯგუფის” ვიცე-თავმჯდომარემ ზურაბ შარაშენიძემ და TAV GEORGIA-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა გააცნეს.

პრესკონფერენციას დაესწრნენ ავიაკომპანია AIR MALTA-ს წარმომადგენლები. მარიამ ქვრივიშვილმა ახალი ავიარეისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ყოველი ახალი რეისი გულისხმობს ახალ სტრატეგიულ მიმართულებას. ტურიზმის წინსვლისთვის პირდაპირი ავიარეისები უმთავრესია, შესაბამისად ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ გამოხატა საქართველოში ოპერირების სურვილი. მალტა საინტერესოა მიმართულებაა, ჩვენ ვაგრძელებთ კიდევ სხვა ბაზრებზე მუშაობას, იმისთვის უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტურიზმიდან შესაბამისი დანახარჯები შემოვიდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...