4 გოგო და 2 ბიჭი – კრაკოვში ქალმა ექვსი ტყუპი გააჩინა

დღეს პოლონეთში, კრაკოვის საუნივერსიტეტი სავადმყოფოში ქალმა ექვსი ტყუპი – 4 გოგო და ორო ბიჭი გააჩინა.

29 კვირის ფეხმძიმე ქალს, ექიმების გადაწყვეტილებით, საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩაუტარდა. ახალშობილები და დედა თავს კარგად გრძნობენ. ტყუპები, რომელთაგან ყველაზე პატარა 800 გრამს იწონის, ხოლო ყველაზე დიდი კი 1200 გრამს, ინკუბატორში არიან მოთავსებულები.

საავადმყოფოს წარმომადგენელი მარია ვლოდკოვკა ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა პოლონეთში ექვსი ტყუპი გაჩენის. საერთოდ კი ექვსი ტყუპი 4,7 მილიარდი შემთხვევიდან ერთხელ ჩნდება.

ტყუპების გაჩენას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა.

“საოცარი ამბებია! დღეს კრაკოვში ექვსი ადამიანი დაიბადა, ეს პირველი შემთხვევააა პოლონეთი დედა და ბავშვები (4 გოგო და 2 ბიჭი) თავს კარგად გრძნობენ (ასეთ უნიკალურ სიტუაციაში). მოგილოცავთ! და მადლობა მშობლებს და სამედიცინო პერსონალა!” – წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...