4 დაღუპული და 2 დაჭრილი -ლოს-ანჯელესში მამაკაცმა მშობლები და სავარაუდოდ, ყოფილი შეყვარებული მოკლა

ლოს-ანჯელესში, შიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ქუჩაში რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის მამა და დედა არიან. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

პოლიციამ  ეჭვმიტანილი დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცი 26 წლის ჯერი ზარაგოსაა.

პირველი ინციდენტი იმ ბინაში მოხდა, სადაც მამაკაცი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მან ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები მოკლა. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 45 წუთის შემდეგ, ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ ჰოლივუდში ბენზინგასამართი სადგურზე მივიდა, სადაც ქალი მოკლა.

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ზოგიერთი წყაროს თანახმად, მოკლული მისი ყოფილი შეყვარებულია. მან ასევე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა, ამჟამად ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ბოლო თავდასხმიდან 12 საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციამ ის პარკის ტერიტორიაზე იპოვა, სადაც ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...