4:0 – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიტენშტაინის ნაკრები დაამარცხა (ვიდეო)

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიხტენშტაინის ნაკრებს მასპინძლობდა

შეხვედრა ქართველ ფეხბურთელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე – 4:0

შეხვედრის პირველი ნახევრის 30 წუთზე ბექა ქავთარაძემ გახსნა ანგარიში, ხოლო 36-ე წუთზე დავით სამურკასოვმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში, შეხვედრის 53-ე წუთზე გიორგი არაბიძემ საჯარიმოდან გაიტანა გოლი – 3:0, ხოლო 70-ე წოთზე ირაკლი ბუღიძემ მეოთხედ აიღო ლიხტენშაინის კარი – 4:0

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა:

გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, მალი (60′ ლაკვეხელიანი), ნინუა (67′ კიტეიშვილი), სამურკასოვი (81′ ანდრონიკაშვილი), სილაგაძე, არაბიძე (67′ კოხრეიძე), ქავთარაძე (60′ ბუღრიძე), არველაძე
თადარიგში იყვნენ:
მამარდაშვილი, სპანდერაშვილი, ძებნიაური, უგრეხელიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად