38 წლის ლეო ვარადკარი ირლანდიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა

პარტია Fine Gael-ის ლიდერი, 38 წლის ლეო ვარადკარი ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა, რომელმაც საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

დეპუტატების მხარდაჭერის შემდეგ, ის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსის რეზიდენციაში გაემგზავრა.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვარადკარი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს.

2 ივნისს ვარადკარი მმართველი პარტიის Fine Gael-ის ლიდერად აირჩიეს. ლეო ვარადკარმა პრემიერმინისტრი ენდ კენი შეცვალა, რომელმაც 18 მაისს, პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.

ვარადკარი გასული წლის მაისში სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მანამდე, მან დაახლოებით ორი წელი ჯანმრთელობის სამინისტროს უხელმძღვანელმა, ხოლო სამი წელი ტრანსპორტის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრის პოსტი ეკავა.

2015 წლის იანვარში პოლიტიკოსმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ პირველად განაცხადა და ამჟამად პირველი ჰომოსექსუალი პრემიერი იქნება ირლანდიის მთავრობაში. ვარადკარის მამა, პროფესიით ექიმია, დაიბადა მუმბაიში. 1960 წელს ის ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ექიმმა თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.

ირლანდია – მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირეს. 2015 წლის მაისში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობამ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა. გადაწყვეტილება ქორწინების განმარტებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 1993 წლიდან ირლანდიაში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...