379 ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანი ბოლო 5 დღეში მეოთხედ ამყარებს ანტირეკორდს

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა აზერბაიჯანში პირველად დაფიქსირდა.

აზერბაიჯანმა ბოლო 5 დღის განმავლობაში 4-ჯერ გააუმჯობესა 30 მაისს დამყარებული ანტირეკორდი – 227 ინფიცირებული 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 7 239 შემთხვევა – 719 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 84 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,16%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 8,3

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 153 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 4 024 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 55,59%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 3 131 კაცი, მათგან 72-ის მდგომარეობა მძიმეა, 86-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში ჩატარებული ტესტების რაოდენობაა 334 863 – ყოველ მილიონ მოსახლეზე 33 243

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად