36 წლის ქალმა მამაკაცი დანით მოკლა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ხათუნა ბ.–მ პაატა ხ.–ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ხათუნა ბ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებულ პაატა ხ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ხათუნა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად