36-ე პაცინტი, რომელიც კოვიდ 19-ით ბათუმში გარდაიცვალა, 79 წლის კაცია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია, რომელიც, მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 სექტემბრიდან გადიოდა.36-

„დიაგნოზი: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 18:00 საათზე“,-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად