3584 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინა ანტირეკორდს ამყარებს

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 3584 ინფიცირებული გამოვლინდა, გუშინდელზე 626-ით და 11 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 440-ით მეტი.

განვლილი 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსით 60 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე 16-ით ნაკლები.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 076 და დაინფიცირებულია 148 756 კაცი.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა უკრაინაში 47-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.84-ის ტოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად