3577 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ბელგიის ახალი ანტირეკორდი

ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი განვლილი 24 საათის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ბელგიაში 3577 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, გუშინდელზე რაოდენობაზე 489-ით და 4 ოქტომბრის რეკორდულ რაოდენობაზე 188-ით მეტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 16 კაცი.
 
სულ, ბელგიაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 137868 შემთხვევა, გარდაცვლილია 10108 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 267,0-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 1,28.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს ევროპის 11 სახელმწიფოში დაფიქსირდა ანტირეკორდი. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი (18746), ჩეხეთი (5338), ნიდერლანდები (4989), უკრაინა (4753), პოლონეთი (3003), რუმინეთი (2958), მოლდოვა (1062), სლოვაკეთი (877), ბულგარეთი (437), სლოვენია (356), ჩრდილოეთ მაკედონია (317).
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად