3389 კოვიდინფიცირებული განვლილ 24 საათში – ბელგიაში ზედიზედ მესამე დღეა ანტირეკორდი ფიქსირდება

ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი განვლილი 24 საათის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს

ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ განვლილ 24 საათში დადასტურებული ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ბელგიაში 3389 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც 214-ით მეტია გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 7 კაცი.
 
სულ, ბელგიაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 127623 შემთხვევა, გარდაცვლილია 10044კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 231,6-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0,86.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად