338 კორონავირუსით ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანის ახალი ანტირეკორდი

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში და 13-ით მეტი, ვიდრე 3 ივნისს დამყარებული ანტირეკორდის დროს.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 6 860 შემთხვევა – 681 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 82 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,20%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 8,1

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 134 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 871 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 56,43%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 907 კაცი, მათგან 66-ის მდგომარეობა მძიმეა, 73-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში ჩატარებული ტესტების რაოდენობაა 328 385 – ყოველ მილიონ მოსახლეზე 32 560

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად