330 კოვიდინფიცირებული 24 საათში – სომხეთში, წინა დღესთან შედარებით 2,1-ჯერ ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 330 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 376-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 28 936 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 9777-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 7 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც წინა 24 საათში და სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 491-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,70%-ია, ხოლო ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 166.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 159 (მათ შორის, 1 გუშინ გარდაიცვალა) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 16 302 კაცი – 56,34%, ხოლო 11 984 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 123 815 ტესტირება ჩატარდა – 41 836 ყოველ მილიონ მოსახლეზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად