33 კორონავირუსით გარდაცვლილი და 1453 ინფიცირებული 24 საათში – უკრაინის ორი ანტირეკორდი

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 1 453 ინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღით დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 135-ით მეტია

უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 33 კაცი გარდაიცვალა, 2-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

დღის განმავლობაში კორონავირუსით ასეთ დიდი რაოდენობით გარდაცვალება უკრაინაში პირველად დაფიქსირდა.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 852 და დაინფიცირებულია 78 261კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკრაინა მსოფლიოში 34-ე, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 35-ე ადგილზეა. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით უკრაინა ინფიცირებულთა რაოდენობით (1791) მსოფლიოში 87-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (42) მსოფლიოში 79-ე ადგილზეა.

უკრაინაში ივლისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-დან 69 884-მდე, 25 550-ით ანუ 58%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 159-დან 1 693-მდე, 534-ით ანუ 46%-ით გაიზარდა.

უკრაინაში, ივლისში დღეში საშუალოდ 824 ინფიცირება და 17 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი შვიდი დღის საშუალო კი 1 197 ინფიცირება და 23 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად