33:7 – ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის მეორე მატჩში ურუგვაელები დაამარცხეს

იაპონიაში, მსოფლიო თასის გათამაშების მეორე მატჩში ბორჯღალოსნები ურუგვაელებს შეხვდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბურჯღალოსნებმა ორი ლელო დადეს და მათგან ერთი ზუსტად გარდასახეს. ურუგვაელბმაა მეორე ლელოს შემდეგ შეძლეს საპასუხო ლელოს გატანა და მათ გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს – 12:7 .

მეორე ნახევრიდ დაწყებისთანავე ჯერ ლევან ჩილაჩავამ დადო ლელო, ხოლო შემდეგ კი ჯაბა ბრეგვაძემ ბონოს ქულის მომტანი, მეოთხე ლელო დადო. ორივე შემთხვევაში თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა გარდასახვა.

57-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ მეხუთე ლელო დადო , ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა.

9′ ალექსანდრე თოდუა, ლელო – 5:0

30′ ოთარ გიორგაძე, ლელო – 10:0
31′ თედო აბჟანდაძე, გარდასახვა – 12:0

33′ ანდრეს ვილასეკა, ლელო – 12:5
34′ ფელიპე ბერკეზი, გარდასახვა – 12:7

43′ ლევან ჩილაჩავა, ლელო – 17:7
44′ თედო აბჟანდაძე, გარდასახვა – 19:7

51′ ჯაბა ბრეგვაძე, ლელო – 24:7
53′ თედო აბჟანდაძე, გარდასახვა – 26:7

58′ გიორგი კვესელაძე, ლელო – 31:7
59′ თედო აბჟანდაძე, გარდასახვა – 33:7

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ასეთი იყო:

1. გურამ გოგიჩაშვილი
2. ჯაბა ბრეგვაძე
3. ლევან ჩილაჩავა
4. ლაშა ლომიძე
5. კონსტანტინე მიქაუტაძე
6. შალვა სუთიაშვილი
7. ბექა საღინაძე
8. ოთარ გიორგაძე
9. გელა აფრასიძე
10. თედო აბჟანდაძე
11. ალექსანდრე თოდუა
12. ლაშა მალაღურაძე
13. გიორგი კვესელაძე
14. ზურა ძნელაძე
15. ლაშა ხმალაძე

16. ვანო კარკაძე
17. ბექა გიგაშვილი
18. გიორგი მელიქიძე
19. მამუკა გორგაძე
20. ბექა გორგაძე
21. ვასილ ლობჟანიძე
22. მერაბ შარიქაძე
23. სოსო მათიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად