3294 კოვიდიინფიცირებული 24 საათში – ნიდერლანდებში დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ნიდერლანდურ პორტალ allecijfers. nl-ზე და ნიდერლანდურ მედიაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გარემოს ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკა ქვეყნდება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში 3294 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 283-ით მეტია.

ნიდერლანდებში 10 აპრილს დამყარებული ანტირეკორდი (1335) 15 სექტემბრიდან დღემდე 12-ჯერ შეიცვალა.

სულ, ნიდერლანდებში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან 120 845-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირება.განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსით 13 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც გუშინ.

სულ, კოპრონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ გარდაცვლილია 6 406 კაცი.

საიტ allecijfers. nl-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად განვლილ 24 საათში ჰოსპიტალიზირებულია 48 კაცი.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ნიდერლანდებში 201.4-ია. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისრაელია – 823. ევროპის ქვეყნებიდან ნიდერლანდებზე უფრო მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება (30 სექტემბრისთვის არსებული მონაცემებით) ანდორაში (693), მონტენეგროში (564), ესპანეთში (330), ჩეხეთში (271), საფრანგეთში (232), მოლდოვაში (202).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად