32 წლის კაცი, რომელმაც სექსის შემდეგ თხა დაახრჩო, ამბობს, რომ თხამ აცდუნა

შემთხვევა ბოსნია და ჰერცოგოვინის სიდიდით მეორე ქალაქ ბანია ლუკას მახლობლად მდებარე პატარა დასახლება რადულიაკეში მოხდა.

დასახლებაში მცხოვრები ვუკოვიჩის თხა მკვდარი იპოვეს. მკვდარი გარეგნული დათვალიერებისას, კუდის ძირში, , უცნაური ტრავმები შეამჩნიეს, მცირე ხანში კი იქვე ახლოს ნახეს საფულე, რომელშიც დოკუმენტი იყო. ცხოველის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი გაგუდეს. მოხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს და გამოძიება დაიწყო.

თხის პატრონის, ქალბატონ ვუკოვიჩის თქმით, თხის გაკვეთით დადასტურდა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი გაგუდეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 32 წლის მამაკაცი, დააკავა, დაკითხა და დაკავებიდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლა.

ის არაფერს უარყოფს, როცა ჩემ ბიჭს შეხვდა, განუცხადა, რომ მიდიოდა თავისთვის, დაინახა თხა და მიხვდა, რომ თხას ის მიმზიდველი მოეჩვენა, მას კი, თხა მოეჩვენა მიმზიდველი და ცდუნდა, – ამბობს ქალბატონი ვუკოვიჩი.

ვუკოვიჩი იხსენებს, რომ ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც მკვდარი თხა იპოვა, მაგრამ არასდროს გასჩენია კითხვა, თუ რისგან შეიძლებოდა მოკვდარიყვნენ ისინი. ახლა კი, ვარაუდობს, რომ მაშინაც არ მოკვდარან მისი ტხები ბუნებრივი სიკვდილით.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად