3144 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინა ანტირეკორდს ამყარებს

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 3144 ინფიცირებული გამოვლინდა, გუშინდელზე 562-ით და 5 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 308-ით მეტი.

განვლილი 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსით 53 კაცი გარდაიცვალა, 8 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 4-ით ნაკლები.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 076 და დაინფიცირებულია 148 756 კაცი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად