3130 კოვიდინფიცირებული 24 საათის განმავლობაში – ჩეხეთში ბოლო 16 დღეში 10-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი

ჩეხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 სექტემბრის 24:00 საათისთვის კოვიდინფიცირების ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა იყო 3130 წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 991-ით მეტი.

ჩეხეთში ბოლო 16 დღეში 10-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა.

სულ, ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან შემდეგ ინფიცირების 44 195 შემთხვევაა დადასტურებული.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა.

სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არის 489.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ჩეხეთში 165.2-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.59-ის ტოლია.

კოვიდინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა ევროპის მილიონზე მეტ მაცხოვრებლიან ქვეყნებიდან ჩეხეთთან შედარებით უფრო მაღალი მხოლოდ ესპანეთში და საფრანგეთშია, ხოლო გარდაცვალებულთა კუმულატიური რაოდენობა კი მოლდოვაში, რუმინეთში, ესპანეთში, სომხეთში და საფრანგეთშია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად