31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება.

ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონე 3 511 853 მოქალაქეა რეგისტრირებული. რეკომენდაციების დაცვით, ელექტორატს აქტივობისკენ ცესკოს თავმჯდომარემაც მოუწოდა. მასთან ერთად ამომრჩეველს ჯანდაცვის მისნიტრი და ამ სფეროს სპეციალისტებიც არწმუნებენ, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად