31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პირველად ამ კვირაში უნდა შეიკრიბოს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა.

რეგლამენტის თანახმად, კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, ბიუროზე მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან, უახლოესი სამი დღის ვადაში უნდა გაიმართოს, სადაც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, მდივანს აირჩევენ და დაამტკიცებენ კომისიის წესდებას.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქცია „ქართული ოცნებიდან” დეპუტატები ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე, ოპოზიციის კვოტით კი, „ევროპელი სოციალისტები” ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.

რეგლამენტის თანახმად, თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრი იქნება, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი უმრავლესობის წევრი უნდა იყოს.

კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასკვნა სამი თვის ვადაში უნდა მოამზადოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...