31 ოქტომბერს, ლიონში, ბერძენ მღვდელზე ცეცხსასროლი იარაღით თავდამსხმელი ქართველი აღმოჩნდა

საფრანგეთში, ლიონის ცენტრში მდებარე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელზე თავდასხმელის ვინაობა გაირკვა

თავდასხმა ლიონის ბერძნულ მართმადიდებლური ეკლესიის ბერძენ მღვდელ, 51 წლის ნიკოლაოს კაკაველაკისზე ნიცაში ტერაქტიდან ორ დღეში, 31 ოქტომბერს მოხდა.

ფრანგული პრესა იუწყებოდა, რომ შემთხვევა შაბათს, 31 ოქტომბერს, ~16 საათზე ადგილობრივი დროით, წმინდა ხარების ეკლესიის შესასვლელთან მოხდა. სავარაუდოდ, ისლამისტი რადიკალი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, თავს დაესხა ბერძენ მღვდელს, სამი შვილის მამას, რომელსაც საფრანგეთი რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინა და საბერძნეთში დაბრუნებულიყო.

თავდამსხმელმა მღვდელს ცეცხსასროლი იარაღიდან მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მღვდელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამბობდა ლიონის მერი.

თავდასხმიდან ერთი კვირის თავზე მღვდლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა თავდამსხმელის ვინაობაც გაირკვა და თავდასხმის მოტივიც ცნობილი გახდა.

მღვდელი 40 წლის ქართველმა,  გიორგი პ-მ დაჭრა. ფრანგული პრესის ცნობით, გიორგი აღიარებს დანაშაულს,თუმცა ამბობს, რომ მისი მოკვლა არ უნდოდა, მიზეზი თავდასხმის კი ის იყო, რომ ქალების მოყვარულ ბერძენ მღვდელს ამჯერად გიორგის 35 წლის რუს ცოლთან ჰქონია გაბმული რომანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად