31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი არ იმუშავებს

2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების დღეს შეკვეთილის დედროლოგიური პარკი არ იმუშავებს. ამის შესახებ პარკის ადმინისტრაცია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან!
ამ ფერადი სეზონის და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი პალიტრა, დაგვერწმუნეთ, არავის ტოვებს გულგრილს.
ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩვენი პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია!
არ გვინდოდა ეს სიხარული გაუზიარებელი დაგვრჩენოდა და აი, თქვენც გითხარით!
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ერთი დღით არ იმუშავებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

შეხვედრამდე!” – წერს facebook-ში პარკის ადმინისტრაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად