3011 კოვიდიინფიცირებული 24 საათში – ნიდერლანდებში დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ნიდერლანდურ პორტალ allecijfers. nl-ზე და ნიდერლანდურ მედიაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გარემოს ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკა ქვეყნდება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში 3011 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც გუშინდელ რაოდენობაზე 97-ით, ხოლო 27 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 16-ით მეტია.

ნიდერლანდებში 10 აპრილს დამყარებული ანტირეკორდი (1335) 15 სექტემბრიდან დღემდე 11-ჯერ შეიცვალა.

სულ, ნიდერლანდებში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან 117 551-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირება.

განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსით 13 კაცი გარდაიცვალა, 7-ით მეტი. ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კოპრონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ გარდაცვლილია 6 393 კაცი.

საიტ allecijfers. nl-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად განვლილ 24 საათში ჰოსპიტალიზირებულია 46 კაცი.

რეპროდუქციის მაჩვენებელ ორი კვირი წინ 1,38 იყო, ერთი კვირის წი – 1,33, ამჟამად კი 1,27-ის ტოლია (ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 ინფიცირებული გადასცემს ვირუსს 127 კაცს, რომლებიც თავის მხრივ 161 კაცს დააინფიცირებენ და ა.შ.). ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ ორშაბათს გამოცხადებული შემზღუდავი ზომები რეპროდუქციის მაჩვენებელს 0.9-მდე ჩამოიყვანს. 1-ზე ნაკლები რეპროდუქციის მაჩვენებლის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების სიჩქარის კლება და შემდეგ გაქრობა ხდება.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ნიდერლანდებში 191,2-ია. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისრაელია – 855. ევროპის ქვეყნებიდან ნიდერლანდებზე უფრო მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება (29 სექტემბრისთვის არსებული მონაცემებით) ანდორაში (693), მონტენეგროში (569), ესპანეთში (329), ჩეხეთში (269), საფრანგეთში (231), მოლდოვაში (197). საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 88.9-ის ტოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად