300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მიკროავტობუსების ჩანაცვლება ეს არის ჯამში სამწლიანი პროგრამა. მომდევნო ეტაპზე კომპანია თავისი რესურსებით შეძლებს არსებული პარკის განახლებას ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვას. თანხა, რომელიც 300 მიკროავტობუსის შესყიდვას დასჭირდება, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მიკროავტობუსები მუნიციპალიტეტმა შეისყიდოს. ეს თანხა არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი”, – განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით დედაქალაქს 1400-1500 მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა, განახლებული სატრანსპორტო ქსელით ეს რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად