30 წლის წინ, ბაქოში საბჭოთა შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა

1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა შიარაღებული ძალები ბაქოში თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას.

“ეს ისტორია არის ველური ტერორისტული აქტის ისტორია, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული და საკაცობრიო ისტორიის შავი გვერდი. ეს იყო საბჭოთა იმპერიის ერთ–ერთი ყველაზე საზარელი ოინი.
მიხეილ გორბაჩოვმა უხეშად დაარღვია სსრკ კონსტიტუციის 119-ე და აზერბაიჯანის სსრ კონსტიტუციის 71-ე მუხლები და იქცა ხალხის მკვლელად. 20 იანვარს ბაქოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ 20 იანვარს, დილის 7 საათზე ეროვნულ რადიოთი ეცნობა. იმ დროისათვის დაახლოებით 100 ადამიანი ემსხვერპლა ღამით გამოცხადებულ რეჟიმს. იმ ჟამად ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ბაქოს ქუჩებში დაუნდობლად თელავდნენ ყველაფერს, ჯარისკაცები კი ცეცხლს ხსნიდნენ ყველა მიმართულებით. შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის ასობით მოქალაქე.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ცოტა ვინმეს თუ ესმოდა აზერბაიჯანის სამართლიანი ღაღადისი. ქვეყანა იმყოფებოდა ნამდვილ ინფორმაციულ ბლოკადაში, არავინ პასუხობდა ჩვენი ხალხის ძახილს. დღეს კი, მოწამეთა სისხლის წყალობით, აზერბაიჯანმა მოიპოვა ეროვნული დამოუკიდებლობა. მსოფლიო უკვე ეხმიანება აზერბაიჯანული ხალხის ჭეშმარიტ ხმას და იზიარებს მის საერთო სახალხო მწუხარებას. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ათეულ ათასობით აზერბაიჯანელთან ერთად, მოწამეთა პანთეონს პატივს მიაგებს ჩვენს ქვეყანაში სტუმრად ჩამოსული ყველა უცხოელი მოქალაქე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი თავს ხრიან აზერბაიჯანის გმირი შვილების უკვდავების წინაშე. აზერბაიჯანელი ხალხი კი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ სისხლიანი ტრაგედიის წლისთავს. დაე ალაჰმა აცხონოს მოწამეთა სულები” – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად