30 წლის შემდეგ პირველად, უმუშევრობა ამერიკის ყველა შტატში შემცირდა

1984 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის ყველა შტატშა და მის დედაქალაქში გასულ წელს უმუშევრობის დონე შემცირდა.

ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის დონემ შტატებში გასულ წელს მკვეთრად იკლო. ქვეყანაში გასულ წელს უმუშევრობის დონე 1,2 პროცენტით შემცირდა და მან 6,2 პროცენტი შეადგინა. 

უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად ილინოისის შტატში შემცირდა და მან მხოლოდ 2 პროცენტი შეადგინა, წინა წლების 7,1 პროცენტის ნაცვლად. 1,8 პროცენტით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა კოლორადოს შტატში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში.

ქვეყნის ენერგო რესურსების მთავარ ცენტრში ჩრდილოეთ დაკოტაში, გასულ წელს უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა და მან 2,8 პროცენტი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად