30-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. იგი დაკავებული იყო 27 ივლისს, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ გაკეთებული მოწოდებების გამო.

ნავალნიმ 18,5 საათი გაატარა საავადმყოფოში, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

იგი დამნაშავედ 24 ივლისს, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ გაკეთებული მოწოდებების გამო სცნეს. ნავალნი იმავე დღის დილით დააკავეს, როდესაც სახლიდან დილით, სარბენად გამოვიდა.

28 ივლისს ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მას კონტაქტური დერმატიტი აქვს, თუმცა არ გამორიცხავდა მოწამვლის ვერსიას. ექიმმა, რომელმაც იგი შეამოწმა, განაცხადა, რომ მას მწვავე ტოქსიკური დერმატიტი და საერთო ინტოქსიკაცია ჰქონდა. შემდეგ კი მას მწვავე ალერგიული რეაქცია დაუდგინდა.

ივლისის ბოლოს, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკოსის ორგანიზმში არ აღმოჩნდა ქიმიურ-ტოქსიკური ნივთიერებები, რამაც გამორიცხა მისი მოწამვლის ვერსია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...