30 აპრილის შემდეგ აჭარაში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში, ლაბორატორიულად გამოკვლეული 292 ტესტის პასუხი უარყოფითია. Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არც დღეს გამოვლენილა.

ლაბორატორიული კვლევები, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარდა.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 14 მარტს გამოვლინდა. დღემდე რეგიონში Covid-19-ით ინფიცირება 71 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 40 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად