3 წლის წინ გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

სამი წლის წინ, სარკინიგზო გვირაბზე დასაქმებული, გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრები და "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ზესტაფონის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის პროკურატურამ ისინი თვითონ დაიბარა, არ აუხსნეს მიზეზი თუ რატომ დაიხურა საქმე, პროკურატურას მათთან კითხვები ჰქონდათ.

ზესტაფონში სამი წლის წინ გარდაცვლილი, 37 წლის ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ზესტაფონის პროკურატურიდან პოლიციის შენობამდე მოაწყვეს.

ებანოიძე, ძირულაში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და როგორც გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, მან კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა ჩინური კომპანიისგან, რომელიც სარკინიგზო გვირაბს აშენებდა. მათივე განცხადებით აღნიშნული თანხა ებანოიძეს არ მისცეს, რის შემდეგაც სცემეს და ცემის შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს დამნაშავის დასჯას.

მათივე განცხადებით წლებია აღნიშნული მოთხოვნა აქვთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის.

კომენტარები
იტვირთება...