3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ 51 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის თამარ საძაგლიშვილს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის ღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს,  ” თამარ საძაგლიშვილს წარედგინა ბრალდება  სისხლის სამართლს კოდექსის 19-117 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას გულისზმობს”

ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო თამარ საძაგლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე ხვალ, 30 აგვისტოს 11:00 საათზე იმსჯელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...