3 თვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

3 თვიანი პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. გათამაშება სტარტს დღეს აიღებს. დღეს E, F, G და H ჯგუფის შეხვედრები გაიმართება, ხვალ კი დარჩენილი 4 ჯგუფის A, B, C და D ჯგუფის მატჩები ჩატარდება.

ყველაზე დიდ ინტერესს E ჯგუფის შეხვედრა იწვევს, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და ბაიერნი დაუპირისპირდებიან. 1 წლის წინ გერმანულმა კლუბმა კატალონიელები გაანადგურა ანგარიშით 8:2. “ბარსელონას” ქომაგებს რევანში სწყურიათ, რაც ურთულესი ამოცანაა.

ამავე ჯგუფში ამ მატჩის გარდა გაიმართება მეორე შეხვედრაც, სადაც “დინამო” კიევი “ბენფიკას” უმასპინძლებს.

F ჯგუფში “ვილიარეალი” “ატალანტას” უმასპინძლებს, ხოლო “იანგ ბოიზი” “მანჩესტერ იუნაიტედს”.

G ჯგუფში “სევილია” “ზალცბურგს” შეხვდება საკუთარ მოედანზე, ხოლო “ლილი” “ვოლფსბურგს” მასპინძლობს.

რაც შეეხება H ჯგუფს, “ჩელსი” “ზენიტს” უმასპინძლებს, ხოლო “მალმიო” “იუვენტუსს”.

კომენტარები
იტვირთება...