3 სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასები პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის შემცირდება

3 სექტემბრიდან ქრონიმული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიმული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50% და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ. 

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: 

გულ-სისხლ ძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

მინისტრის ინფორმაციით, მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად პირმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:

მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა 100-ისადა რეცეპტის მისაღებად; სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში; მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებით მედიკამენტები PSP-ში შეიძინონ, ფილიში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად – 1ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.

2018 წლის 13 აგვისტოდან კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალომწდიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად