3 მოქალაქის კუთვნილ მობილურის თაღლითურად დაეუფლების ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა 3 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2ნაწილით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად